ვაკანსია – ობიექტის ან მისი ნაწილის (შენობები, ნაგებობები) ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირების სფეროს ინსპექტორი

პირს, რომელიც ინიშნება ობიექტის ან მისი ნაწილის (შენობები, ნაგებობები) ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოების ინსპექტირების სფეროს ინსპექტორის თანამდებობაზე უნდა ჰქონდეს უმაღლესი ტექნიკური განათლება შესაბამისი სამშენებლო სპეციალობით, ასევე, უნდა გააჩნდეს საპროექტო საქმიანობის ან/და პროექტების შეფასების ან/და სამშენებლო ან/და მშენებლობის საზედამხედველო ან/და სამშენებლო სფეროში  პედაგოგიური (სამეცნიერო) საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

უნდა შეეძლოს განახორციელოს შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მგრადობის შეფასება.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე auditescort@gmail.com, subject-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.