ეტაპების დადასტურება

აკრედიტირებული კომპანია AUDITESCORT გთავაზობთ
სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპების ოქმების დადასტურებას მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის საფუძველზე.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო                   საქმიანობის კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად:

I და II კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი უფლებამოსილია, ხოლო III და IV კლასების შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვების მფლობელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელება დაუკვეთოს აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, სერტიფიცირებული ექსპერტი ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს.

აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო, სერტიფიცირებული ექსპერტი ვალდებულია:

ა) სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მისაღებად ჰქონდეს შესაბამისი პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა;
ბ) მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს;
გ) სრულად აგოს პასუხი მისი ბრალეულობით მშენებლობის ნებართვის მფლობელისთვის მიყენებული ზიანისათვის;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგოს პასუხი მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის სისწორისთვის.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო    საქმიანობის კოდექსის 123-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობა;

 ამავე კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევისთვის:

საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას:

ა.ა) I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით;

ა.ბ) II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 4 000 ლარის ოდენობით;

ა.გ) III კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით;

ა.დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 15 000 ლარის ოდენობით;

ბ) ქალაქში გამოიწვევს დაჯარიმებას:

ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 800 ლარის ოდენობით;

ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 4 000 ლარის ოდენობით;

გ) დაბაში ან სოფელში გამოიწვევს დაჯარიმებას:

გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 200 ლარის ოდენობით;

გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 2 000 ლარის ოდენობით.

„ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 30-ე მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებისთვის საჭიროა სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპების დასრულების შესახებ ამ წესის შესაბამისად შედგენილი საეტაპო ოქმები;

ამასთან,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად (მუხლი 139¹​ ), დაუშვებელია შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემამდე. დაუშვებელია ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგება.

ჩვენ გაგვაჩნია ყველა უფლება და პასუხისმგებლობის დაზღვევა იმისათვის, რომ განვახორციელოთ ზედამხედველობა ნებისმიერი ტიპის  მშენებლობაზე, შევაფასოთ მისი შესაბამისობა პროექტთან და დადგენილ მოთხოვნებთან. ზედამხედველობის ფარგლებში მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შევადგენთ საეტაპო ოქმს,  რის საფუძველზეც ეტაპი ჩაბარებულად ჩაითვლება.

ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება მშენებლობის ზედამხედველობის სფეროში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორებში. ჩვენს მიერ არის განხორციელებული ტექნიკური ზედამხედველობა ისეთი მნიშვნელობის ობიექტზე, როგორიც არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ჩვენს ექსპერტებს გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია და სახელმწიფოს მხრიდან დადასტურებული კომპეტენცია, ასევე ყველა საჭირო ტექნიკა-აღჭურვილობა, რათა განახორციელონ მშენებლობის ზედამხედველობა მაღალ დონეზე და მშენებლობის პროცესში გაგიწიოთ კონსულტაცია თქვენთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.

მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ ოქმის შედგენის სისწორისათვის პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი კომპანია.

ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია 500 000 ლარით

მშენებლობის ორგანიზების პროექტში დეტალურადაა განსაზღვრული მშენებლობის განხორციელების პირობები, მათ შორის: სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღე, მშენებლობის ეტაპები და ხანგრძლივობა, მშენებლობის განხორციელების გრაფიკი მშენებლობის ეტაპების გათვალისწინებით. როდესაც მშენებელი  არღვევს მშენებლობის  ორგანიზების პროექტით ეტაპების დასრულებისათვის განსაზღვრულ ვადებს, ან საეტაპო ოქმი შედგენილია არასწორად, ან ისეთი ექსპერტის მიერ, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება, თქვენ გეკისრებათ ჯარიმები (თანხა იცვლება მშენებლობის კატეგორიების მიხედვით და გეძლევათ ლოგიკური ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

თუ, თქვენ, მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში არ გყავდათ დაქირავებული ზედამხედველი და არ არის შედგენილი საეტაპო ოქმები, იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღება, საჭიროა ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომაროების ექსპერტიზა.

ძალიან ხშირია მომართვიანობა სამშენებლო კომპანიების მხრიდან მაშინ,  როდესაც ისინი არაუფლებამოსილი ექსპერტის მიერ შედგენილი საეტაპო ოქმის გამო დგებიან პრობლემის წინაშე. მოგვმართეთ მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე, დაუქვემდებარეთ თქვენი მშენებლობა ჩვენს ინსპექტორ-ზედამხედველს და აირიდეთ თავიდან ყოველგვარი გართულებები. გაითვალისწინეთ, პროცედურები, რომელთა ჩატარებაც გესაჭიროებათ ეტაპების დროუალად არ ჩაბარების შემთხვევაში, დაკავშირებულია გაცილებით დიდ თანხებთან, ვიდრე მშენებლობის პროცესში აკრედიტირებული ორგანოს ზედამხედველის დაქირავებაა.

დაგვიკავშირდით:

599818787

სამშენებლო ექსპერტიზა