ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ექპერტიზა

თბილისის მერიის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი სამშენებლო ამნისტიის შესახებ პარლამენტმა 2021 წლის აგვისტოში მესამე მოსმენით მიიღო და დაამტკიცა.

„ამნისტია“ შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2 K3 პარამეტრები, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქტიული ნაწილი. შენობა-ნაგებობის ამნისტიის კანონპროექტში მოსაქცევად, აუცილებელია შენობა-ნაგებობაზე  ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა ჩაატაროს აკრედიტებულმა ინსპექტირების ორგანომ. ექსპერტიზით  განისაზღვრება ობიექტის კონსტრუქციული მდგრადობა – უსაფრთხოება,ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, შენობა-ნაგებობას ჩამოეწერება დარღვებები/ჯარიმები და მიიღება ექსპლუატაციაში.

მთავარი ცვლილება, რასაც კანონი აწესებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობების ელექტრო ენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას გულისხმობს.

Auditescort- წარმოადგენს A ტიპის აკრედიტებულ ინსექტირების ორგანოს, შენობა-ნაგებობის ტექ. მდგომარეობის ექსპერტიზა/ინსპექტირება  ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებაა.

ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება მოიცავს:

ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება-ინსპექტირებას

 

ინსპექტირების პროცესში აღმოჩენილი ყველა შეუსაბამობა აისახება ჩვენს მიერ გაცემულ ანგარიშში, რომელიც მოიცავს:

 

  • ობიექტის პარამეტრებს;
  • შეუსაბამობათა აღწერას და მათ ამსახველ ფოტომასალას;
  • დასკვნას ობიექტის ფაქტიური მდგომარების შესახებ, ინსპექტირების ჩატარების მომენტისთვის;

 

 

საჭიროების შემთხვევაში აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს:

  • აზომვით ნახაზს დაზიანებების მითითებით;
  • დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას ქვეკონტრაქტორი ლაბორატორიების საშუალებით, მათ შორის გეოდეზიურ, გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებს;
  • შენობა-ნაგებობის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობისა და მდგრადობის საკონტროლო გაანგარიშებას;
  • საინჟინრო სისტემების კვლევის შედეგებს;

მოსაპირკეთებელი და სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის შესაბამისობის დასკვნას.

 

კომპანიას გააჩნია მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა თანამედროვე აპარატურა

elcometer 331

 

 

 

 

 

 

 

 

shmidt hammer

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია 500 000 ლარით.

დაგვიკავშირდით:

599818787

სამშენებლო ექსპერტიზა