ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება

ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება წარმოადგენს ჩვენი კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებას.  ჩვენი გამოცდილება, ექსპერტების კვალიფიკაცია და ტექნიკური ბაზა გვაძლევს შესაძლებლობას გაგიწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება დროის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთში.

ჩვენს მიერ ჩატარებული ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებების სტატისტიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ, რომ ხარჯთაღრიცხვების 70% არ შეესაბამებოდა რეალობას. უმეტეს შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვაში შეტანილია დასაბუთებას მოკლებული ციფრები. მშენებლობის სპეციფიკისა და ფულადი მიმოქცევის  მოცულობის გამო, ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების არ ჩატარების შემთხვევაში, უსაფუძვლოდ გაზრდილი დანახარჯები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ინსპექტირება კი ადგენს, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა მოქმედ ნორმებსა და საბაზრო მაჩვენებლებს; გამოვლენილი შეუსაბამობა აისახება დასკვნაში.

ჩვენთვის ობიექტის პროექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების დაკვეთით, თქვენ თავიდან აიცილებთ შესასრულებელი სამუშაოების მოცულებების ხელოვნურ გაზრდას, სამუშაოების  დუბლირებას, გამოსაყენებელი მასალების საბაზრო ღირებულებებისა და გასაცემი შრომის ანაზღაურების უსაფუძვლო ზრდას.

ექსპერტების რეკომენდაციით, ყოველ ჯერზე, სანამ დაიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს, უნდა განახორციელოთ პროექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება. ეს დაგეხმარებათ:

  • ობიექტურად შეაფასოთ პროექტის ადეკვატურობა;
  • თავიდან აიცილოთ ეკონომიკური ზიანი;
  • მინიმუმამდე დაიყვანოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ  მიმდინარე ან  დასრულებული მშენებლობის  ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება, რათა:

  • დაადგინოთ ხარჯთაღრიცხვის ადეკვატურობა;
  • გამოიყენოთ ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების დასკვნა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში სადავო საკითხების გადასაჭრელად;
  • მშენებლობის პროცესში ინსპექტირების შედეგად, შესაძლებელია დაშვებული ტექნიკური და ეკონომიკური დარღვევების იდენტიფიცირება.

ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება მოიცავს:

  • ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მოცულობების შედარებას პროექტით განსაზღვრულ მოცულობებთან;
  • ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მასალის, შრომითი რესურსებისა და მანქანა–მექანიზმების  გამოყენების შესაბამისობის  დადგენას ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტებთან  და დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან;
  • ზედნადები ხარჯების, მოგების ზღვრული ოდენობების და განსაზღვრის წესების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;
  • ხარჯთაღრიცხვაში მოცემულიგაანგარიშებების სისწორის შემოწმებას.

ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია 500 000 ლარით.

დაგვიკავშირდით:

599818787

ასევე იხილეთ: ეტაპების დადასტურება

სამშენებლო ინსპექტირება