ჩვენს მიერ უძრავი ქონების შეფასება ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების სრული დაცვით შემდეგი მიდგომების გამოყენებით:

  • საბაზრო მეთოდი
  • შემოსავლების კაპიტალიზაციის მეთოდი
  • დანახარჯების მეთოდი

საბაზრო მეთოდი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ მიდგომას იმ შემთხვევაში თუ ხელმისაწვდომია ბაზარზე შესაბამისი ინფორმაცია.

შემოსავლის კაპიტალიზაციის მეთოდით, უძრავი ქონების ღირებულება დგინდება ამავე ქონებიდან მისაღები შემოსავლის მიხედვით.

დანახარჯების მიდგომით უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრება მიწის შეძენისა და ანალოგიური სარგებლიანობის შენობის აშენების დანახარჯის შეფასებით. გონივრულია, რომ შემფასებელმა განიხილოს სამივე მიდგომა. საბოლოო ღირებულების შესახებ შემფასებლის ანგარიში დამოკიდებულია მის მიერ გამოყენებული მონაცემებისა და პროცედურების გათვალისწინებაზე, მის მიერვე ხორციელდება სხვადასხვა მიდგომით გამოთვლილი ღირებულებითი მაჩვენებლების შეჯერება და საბოლოო მაჩვენებელის მიღება.

მომართვის შემთხვევაში, ჩვენი შემფასებლის მიერ შეთავაზებული ფასი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ რენტაბელური გადაწყვეტილება თქვენი ან/და თქვენი ბიზნესის სასარგებლოდ. გთავაზობთ პროფესიონალური მომსახურების ფართო სპექტრს ქონებისა და ქონებრივი უფლებების ყველა სახის შეფასებაზე.

უძრავი ქონების შეფასება მოიცავს:

  •  მიწის შეფასებას
  •  შენობა-ნაგებობების შეფასებას
  •  კომერციული ფართების შეფასებას
  •  საცხოვრებელი ბინის შეფასებას
  •  კერძო სახლის შეფასებას
  •  კოტეჯების შეფასებას
  •  საიჯარო ქირის შეფასებას

დაგვიკავშირდით:

599818787

ასევე იხილეთ: მოძრავი ქონების შეფასება

შეფასება