ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება

ტექნიკური ზედამხედველობა – თქვენ გაინტერესებთ,  როგორ გააკონტროლოთ რთული სამშენებლო პროცესი, სადაც მაღალია მაქინაცეების რისკი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხშირად მენარდე დაინტერესებულია მეტი მოგების მიღებით, სამუშაოს/მასალების შემცირების, მასალების ხარისხის გაუარესებისა თუ სამუშაოების დუბლირების ხარჯზე. რის შედეგადაც, ურთიერთობის გარკვევა გრძელდება სასამართლოში. საქართველოს სასამართლო სისიტემის თავისებურებიდან გამომდინარე, პროცესები იწელება ვადებში, მშენებლობა კი შეჩერებული და დაუსრულებელია, რისი მაგილითებიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავლად არის.

სამწუხაროა, რომ ჩვენ, ყველაზე ხშირად სწორედ სასამართლო დავების დაწყების შემდეგ მოგვმართავენ სამშენებლო ექსპერტიზის მიმართულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში ცხადყოფს ქვეყანაში სამშენებლო სექტორის მუშაობის არაკომპეტენტურობასა და არაკეთილსინდისიერებას.

არსებული გარემოების აცილება სრულად არის შესაძლებელი ჩვენი საწყის ეტაპზევე ჩართულობით. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი,  დიდი გამოცდილების მქონე, წამყვანი აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანო. სამუშაოების ზედამხედველობას ვახორციელებთ  ISO/IEC 17020:2012/2013 სტანდარტის სრული დაცვით.

ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ექსპერტებს გააჩნიათ აკრედიტაციის სტანდარტის მოთხოვნებით დადგენილი უმაღლესი დიპლომირებული განათლება და დადასტურებული გამოცდილება, მშენებლობის  ვიწრო სპეციალიზირებული მიმართულებებით.

ჩვენი კომპანიის მენეჯერული ხარისხის კონტროლის სისტემა და მაღალკვალიფიციური ექსპერტები, გარანტირებულად უზრუნველყოფენ:

  • სამშენებლო სამუშაოების დროულად დამთავრების კონტროლს გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში.
  • სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლს საპროექტო დოკუმენტაციასა და კანონმდებლობასთან მიმართებაში.
  • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოსაყენებელი მასალების ფასების ოპტიმიზაციას და ხარისხის  კონტროლს, სათანადო ლაბორატორიული კვლევების, მასალების სერთიფიკატების და სხვა დოკუმენტების მეშვეობით.
  • პროექტირების ეტაბზე დაშვებული შეცდომების დროულ გამოვლენას და გამოსწორებას.
  • სამშენებლო ობიექტის დროულად და დაუბრკოლებლად ექსპლუატაციაში ჩაბარებას, შესაბამის ორგანოებისთვის.

ტექნიკური ზედამხედველობა – ჩვენს მიერ, მაღალ პროფესიულ დონეზე განხორციელებული სამშენებლო ზედამხედველობა, დაგეხმარებათ არამარტო დროულად გამოავლინოთ და აღმოფხვრათ ხარვეზები, არამედ მნიშვნელოვნად შეამციროთ გაუთვალისწინებელი ხარჯები. აკონტროლოთ/შეამციროთ სამუშაოების ვადები, უზრუნველყოთ მშენებლობის მაღალი ხარისხი და თავიდან აირიდოთ დაუსრულებელი სასამართლო პროცესები.

დაგვიკავშირდით:

599818787

ასევე იხილეთ: პროექტის ექსპერტიზა

სამშენებლო ექსპერტიზა