სამშენებლო ამნისტია – კანონპროექტის განხილვა დაიწყო

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი იქნება მშენებლობა დასრულებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, მესაკუთრეებს კი შესაძლებლობა ეძლევათ შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა, ასევე, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

31 მაისი 2021