ჩვენს შესახებ

კომპანია “შპს თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი” – AUDITESCORT-ი დაარსდა 2007 წელს, და მას შემდეგ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი საქმიანობის სფეროებია:

  • სამშენებლო ინსპექტირება;
  • აუდიტორული საქმიანობა;
  • საშემფასებლო საქმიანობა.

ჩვენ ვართ აკრედიტებული სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის” მიერ,  ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენი თანამშრომლების ცოდნა და გამოცდილება დადასტურებულია საქმიანობის კონკრეტული სფეროების მიმართულებით, ისინი ფლობენ საქმიანობის განსახორციელებლად  საჭირო ყველა უფლებას (სერტიფიკატი, ლიცენზია), სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი კომპანიის წარმატების საფუძველს. ჩვენი პარტნიორები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე კერძო სექტორში მომუშავე მოწინავე კომპანიები.

ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტი და მის შესაბამისად შედგენილი სამუშაო პროცედურები უზრუნველყოფს ჩვენს  მთავარ პრინციპებს:

  • დამოუკიდებლობას
  • მიუკერძოებლობას
  • კონფიდენციალობას

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა საქართველოში სამშენებლო კულტურის განვითარება და დახვეწა. აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს საერთაშორისო სტანდარტები სამშენებლო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს სამშენებლო სექტორში დადგენილი ნორმების თანმიმდევრულ დაცვას.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია:

  • სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიებს შევთავაზოთ მათთვის საჭირო ყველა სერვისი;
  • ვამოწმოთ სამშენებლო სამუშაოების შესაბამისობა პროექტთან და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან;
  • ობიექტურად დავაფიქსიროთ ყველა შეუსაბამობა, რომელსაც უსაფრთხოებაზე გავლენა აქვს;
  • გავცეთ დასკვნა, რომელიც ორივე მხარისთვის ერთი და იგივე ობიექტური მტკიცებულებაა;
  • მაქსიმალურად გავამარტივოთ თანამშრომლობის პროცესი.