სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება

საქართველოს კანონმდებლობით მშენებლობის ნებართვის მისაღებად  მოითხოვება პროექტის კონსტრუქციული, არქიტექტურული და გეოლოგიური ნაწილის ექსპერტიზა.   ამასთანავე, იმისათვის, რომ დამკვეთი (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) დარწმუნდეს პროექტის ან პროექტის ნაწილის  ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში და ასევე თავიდან აირიდოს შესაძლო ხარვეზები და გაუთვალისწინებელი დანახარჯები მშენებლობის ეტაპზე, პროექტის შეფასება-ექსპერტიზა უნდა განხორციელდეს სრულად. სამწუხაროდ სავალდებულო ექსპერტიზას დაქვემდებარებული სფეროები არ მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიც არის საინჟინრო ქსელები (წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელ გაყვანილობა, სუსტი დენები გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება) , თბო ეფექტურობა და ა.შ.  ამ მიმართულებების უგულებელყოფით, მშენებლობის ეტაპზე დგება ისეთი შედეგები,   რისი გამოსწორებაც დაკავშირებულია კოლოსალურ დანახარჯებთან. მაგალითად, არასწორად არის განლანგებული, ან არასაკმარისი რაოდენობით, ან დიამეტრით არის ჩადებული წყლის მილები, რის გამოც წყალმომარაგება ხდება არათანაბრად სართულების მიხედვით. არასწორად არის დაგეგმილი საკანალიზაციო სისტემა, არასწორად არის დაპროექტებული ბუნებრივი აირის ან ელექტროენერგიის ქსელი, რის გამოც ან იზრდება დანახარჯები, ან იქმნება პრობლემა პროვაიდერთან. მსგავსი პრობლემების თავიდან ასარიდებლად, საკმარისია დაგვიკვეთოთ  ყველა სფეროს პროექტის ექსპერტიზა. ჩვენი ექსპერტები შეისწავლიან თქვენს პროექტს ობიექტურად და მოამზადებენ საექსპერტო დასკვნას, სადაც დაფიქსირებული იქნება ყველა ხარვეზი რომელიც უნდა გამოსწორდეს. ჩვენი თანამშრომლობა არის სრულიად კონფიდენციალური და ობიექტური, ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია 500 000 ლარით.

პროექტის ან პროექტის ნაწილის ექსპერტიზა გულისხმობს სამშენებლო  ობიექტის (შენობების, ნაგებობების, ხიდების, გვირაბების, საავტომობილო გზების და სხვა ხაზობრივი ნაგებობების) პროექტის ან პროექტის ნაწილის შეფასება-ინსპექტირებას შემდეგი მიმართულებებით:

  • საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა/დასკვნა
  • კონსტრუქციული ნაწილი
  • არქიტექტურული ნაწილი
  • საინჟინრო ქსელები (ელ. მომარაგების სისტემები, სუსტი დენების სისტემები) და მათი ტექნოლოგიური ნაწილი
  • საინჟინრო ქსელები (წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინება) და მათი ტექნოლოგიური ნაწილი
  • საინჟინრო ქსელები (ვენტილაცია, კონდიცირება, გათბობა) და მათი ტექნოლოგიური ნაწილი

პროექტის ან პროექტის ნაწილის ექსპერტიზაში ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული საპროექტო კომპანიების არაპროფესიონალიზმის გამო, პროექტების დიდი ნაწილი შემუშავებულია არაკვალიფიციურად და გამოვლენილია მნიშვნელოვანი უზუსტობები. ჩვენთვის პროექტის ექსპერტიზის დაკვეთით, თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვნად შეამციროთ გაუთვალისწინებელი დანახარჯები და თავიდან აირიდოთ შესაძლო გართულებები.

ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია 500 000 ლარით.

დაგვიკავშირდით:

599818787

სამშენებლო ექსპერტიზა