ყველა სერვისი
კომპანია AUDITESCORT-ი (შპს ,,თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი’’) წარმოადგენს A – ტიპის ინსპექტირების ორგანოს, აკრედიტებულს სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის” მიერ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
კომპანიის ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტი უზრუნველყოფს, მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენი საქმიანობა მიმართულია შედეგზე და პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს მიიღოს უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტი.
ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტი და მის შესაბამისად შედგენილი სამუშაო პროცედურები უზრუნველყოფს ჩვენს მთავარ პრინციპებს:
- დამოუკიდებლობას
- მიუკერძოებლობას
- კონფიდენციალობას
ჩვენი მუშაობა ეფუძნება ISO/IEC 17020:2012/2013 სტანდარტის შესაბამისად შედგენილ პროცედურებს. ინსპექტირების დასკვნა გაიცემა შემოწმების ობიექტური შედეგის საფუძველზე.