რას გულისხმობს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონი?
- მაისი 7, 2021
- Posted by: Admin
- Category: სიახლეები
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა. საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სამშენებლო ამნისტიას შეეხება, გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.
ამნისტია შეეხება ყველა ტიპის მშენებლობას, პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, რომელიც ნაწარმოებია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე და მშენებლობა დასრულებულია 2020 წლის 18 აგვისტომდე. თუ დარღვეულია K1, K2, K3 პარამეტრი, ექსტერიერი ან ინტერიერი, მიჯნის ზონა, განაშენიანების რეგულირების ხაზები, განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზები, ფუნქციური ზონა, ავტოსადგომების რაოდენობა ან პროექტის კონსტრუქციული ნაწილი, თუმცა მათი უსაფრთხოება დადასტურებულია აკრედიტებული ექსპერტის მიერ, ყველა ზემოთჩამოთვლილი დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ და ჩამოიწერება დარღვევებიდან გამომდინარე დაკისრებული ჯარიმები“.
როგორც თბილისის მერი განმარტავს, მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობის და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას.
აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტში, ამნისტიის გარდა, გაწერილია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები. მათ შორის, ისიც, რომ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებს დღეს წარმოადგენს თბილისის მოსახლეობა. რადგან მოქმედი კანონმდებლობა არ იძლეოდა სრულფასოვანი და ეფექტური ზედამხედველობის და დარღვევებზე სათანადო რეაგირების საშუალებას, თბილისში ჩვენ მივიღეთ ასეულობით დასრულებული მშენებლობა, რომელიც განხორციელდა სხვადასხვა დარღვევებით და დღეს ამ ობიექტების მესაკუთრეებს წარმოადგენენ სწორედ თბილისელები.
ჩვენ მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონდებლო პაკეტი არ ითვალისწინებს მხოლოდ ამნისტიას და პატიებას, არამედ აყალიბებს მთელ რიგ პრევენციულ ღონისძიებებს, მომავალში ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით.
მომავალში ამგვარი დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, რათა 5-10 წლის შემდეგ, კვლავ არ დავდგეთ მსგავსი რეალობის წინაშე.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ გავზარდეთ სამშენებლო დარღვევებზე ჯარიმების რაოდენობა. რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა გარკვეული ეფექტი, მაგრამ ფაქტია, რომ ვდგავართ სამშენებლო კომპანიების მხრიდან შეგნებული და მიზანმიმართული დარღვევებისა და მათგან გამოწვეული პრობლემების პირისპირ და სწორედ ამიტომ შემოგვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. კერძოდ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, მშენებლობის ხელმეორედ შეუჩერებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა, გადავახდევინებთ ჯარიმას თუ არასწორად ხორციელდება მშენებლობა, თუ მეორედ არ იქნება გამოსწორებული გადავა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში“, -განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.
„საკანონდებლო პაკეტის მესამე ნაწილი ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 2009 წელს შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, დაშვებულია შენობა–ნაგებობების გამოყენება და მასში ცხოვრება, მის ექსპლუატაციაში მიღებამდე.
ექსპლუატაციაში მიღება ნიშნავს შენობა–ნაგებობის სამშენებლო ნებართვასთან და პროექტთან შესაბამისობის დადგენას. დღეს არსებული საკანონდებლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ადამიანები ცხოვრობენ ისეთ შენობებში, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.
იმისთვის, რომ შეიცვალოს დამკვიდრებული პრაქტიკა და თავად სამშენებლო კომპანიებს ჰქონდეთ ინტერესი, აწარმოონ მშენებლობა სამშენებლო ნორმების და მშენებლობის ნებართვის შესაბამისად და შენობა შევიდეს ექსპლუატაციაში, კანონში ცვლილება ითვალისწინებს ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა–ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგების აკრძალვას.
გვაქვს ასეთი რეალობა: სრულდება მშენებლობა ისე, რომ მშენებელი ექსპლუატაციაში მიღების გარეშეც ახერხებს რეალიზაციას და აღარავის არ აქვს ინტერესი შენობა ექსპლუატაციაში შევიდეს. მშენებელი იღებს თავის შემოსავალს და ტოვებს ობიექტს. არ აინტერესებს კორპუსი შევა თუ არა ექსპლუატაციაში, შემდეგ იქ მცხოვრები ადამიანები დარბიან რომ ეს საცხოვრებელი სწრაფად შევიდეს ექსპლუატაციაში“, განაცხადა თბილისის მერმა.
დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.
წყარო: fsgroup.ge
03.03.2021