ჩვენს შესახებ
კომპანია “შპს თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი” – AUDITESCORT-ი დაარსდა 2007 წელს, და მას შემდეგ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. ჩვენი საქმიანობის სფეროებია:
- სამშენებლო ექსპერტიზა;
- აუდიტორული საქმიანობა;
- საშემფასებლო საქმიანობა.
ჩვენ ვართ აკრედიტებული სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის” მიერ, ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას. ჩვენი თანამშრომლების ცოდნა და გამოცდილება დადასტურებულია საქმიანობის კონკრეტული სფეროების მიმართულებით, ისინი ფლობენ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ყველა უფლებას (სერთიფიკატი, ლიცენზია), სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენი კომპანიის წარმატების საფუძველს. ჩვენი პარტნიორები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე კერძო სექტორში მომუშავე მოწინავე კომპანიები.
ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტი და მის შესაბამისად შედგენილი სამუშაო პროცედურები უზრუნველყოფს ჩვენს მთავარ პრინციპებს:
- დამოუკიდებლობას
- მიუკერძოებლობას
- კონფიდენციალობას
ჩვენი მისია
ჩვენი მისიაა საქართველოში სამშენებლო კულტურის განვითარება და დახვეწა. აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს საერთაშირისო სტანდარტები სამშენებლო სფეროში, რის შედეგადაც ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი დეველოპერული კომპანიების გამართულ და წარმატებულ მუშაობაზე.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია:
- სამშენებლო სფეროში მომუშავე კომპანიებს შევთავაზოთ მათთვის საჭირო ყველა სერვისი;
- გავაკონტროლოთ სამშენებლო პროცესი და დავუქვემდებაროთ პროექტსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს;
- სამშენებლო პროცესი და დასრულებული მშენებლობა გავხადოთ მაქსიმალურად უსაფრთხო;
- დამკვეთს ავარიდოთ თავიდან არამიზნობრივი დანახარჯები, შემსრულებელს მისაღები თანხის ვერ მიღების საშიშროება;
- მაქსიმალურად გავამარტივოთ თანამშრომლობის პროცესი.