ვაკანსია ინსპექტორის პოზიციაზე
- დეკემბერი 1, 2021
- Posted by: Admin
- Category: ვაკანსიები
ვაკანსია ინსპექტორის პოზიციაზე
კომპანია Auditescort A ტიპის აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოა, რომელიც მომხმარებელს თავაზობს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შესახებ დასკვნის მომზადებას, ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირებას, შესრულებულ სამშენებლო სამუშაოთა აქტების ინსპექტირებას, სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკურ ზედამხედველობას, აუდიტორული და სამშენებლო ტექნიკურ ინსპექტირებას.
Auditescort ეძებს ინსპექტორს გაზმომარაგების მიმართულებით.
სფეროს შესახებ
გაზმომარაგების სფერო მოიცავს გაზის ქსელებსა და სისტემებს:
• საშუალო და დაბალი წნევის, მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები წნევა – 0 კგ/სმ2-დან – 0,005 კგ/სმ2- ჩათვლით.
• საშუალო წნევის, მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 0,005 კგ/სმ2-დან – 3 კგ/სმ2-ჩათვლით.
• მეორე კატეგორიის მაღალი წნევის მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 3 კგ/სმ2-დან – 6 კგ/სმ2-ჩათვლით.
• პირველადი კატეგორიის მაღალი წნევის მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 6 კგ/სმ2-დან – 12 კგ/სმ2-ჩათვლით).
ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობებია:
• გაზმომარაგების სფეროში ობიექტის ან მისი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობის, შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო,სარეკონსტრუქციო სამუშაოების ინსპექტირება;
არსებული ობიექტის მდგომარეობის შესაბამისობის შეფასება საპროექტო დოკუმენტაციასთან ან/და დადგენილ მოთხოვნებთან, ფარულ სამუშაოთა აქტებთან, ობიექტის ვიზუალური დათვალიერების (ფოტოფიქსირების
ჩათვლით), აზომვებისა და გაზომვების შედეგებთან და შესაბამისობის შეფასების დოკუმენტებთან.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება ტექნიკური გაზმომარაგების სისტემების მიმართულებით;
• გაზის ქსელებისა და სისტემების სფეროში ობიექტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების ან/და პროექტის შედგენის ან/და საექსპერტო შეფასების ან/და სამშენებლო ან/და მშენებლობის საზედამხედველო საქმიანობის მინიმუმ 7
წლიანი გამოცდილება.
შრომის ანაზღაურება:
• 1 500 ლარიდან 3 000 ლარამდე (ზრდის პერსპექტივით);
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2021 წელი.
გისურვებთ წარმატებებს!