ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა/ინსპექტირება

ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა/ინსპექტირება

ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა წარმოადგენს ჩვენი კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებას.  ჩვენი გამოცდილება, ექსპერტების კვალიფიკაცია და ტექნიკური ბაზა გვაძლევს შესაძლებლობას გაგიწიოთ უმაღლესი ხარისხის მომსახურება დროის მაქსიმალურად მცირე მონაკვეთში.

ჩვენს მიერ ჩატარებული ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზების სტატისტიკის გათვალისწინებით, შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ, რომ ხარჯთაღრიცხვების 70% არ შეესაბამებოდა რეალობას. უმეტეს შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვაში შეტანილია დასაბუთებას მოკლებული ციფრები. მშენებლობის სპეციფიკისა და ფულადი მიმოქცევის  მოცულობის გამო, ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის არ ჩატარების შემთხვავაში, უსაფუძვლოდ გაზრდილი დანახარჯები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ექსპერტიზის ჩატარებით კი შესაძლებელია ხარჯების სულ მცირე 20%-ით შემცირება.

ჩვენთვის ობიექტის პროექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების/ექსპერტიზის დაკვეთით, თქვენ თავიდან აიცილებთ შესასრულებელი სამუშაოების მოცულებების ხელოვნურ გაზრდას, სამუშაოების  დუბლირებას, გამოსაყენებელი მასალების საბაზრო ღირებულებებისა და გასაცემი შრომის ანაზღაურების უსაფუძვლო ზრდას.

ექსპერტების რეკომენდაციით, ყოველ ჯერზე, სანამ დაიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს, უნდა განახორციელოთ პროექტის ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა. ეს დაგეხმარებათ:

  • ობიექტურად შეაფასოთ პროექტის ადეკვატურობა;
  • თავიდან აიცილოთ ეკონომიკური ზიანი;
  • მინიმუმამდე დაიყვანოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკვეთოთ  მიმდინარე ან  დასრულებული მშენებლობის  ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა, რათა:

  • დაადგინოთ ხარჯთაღრიცხვის ადეკვატურობა;
  • გამოიყენოთ ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირების საექსპერტო დასკვნა სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში სადავო საკითხების გადასაჭრელად;
  • მშენებლობის პროცესში ექსპერტიზის შედეგად, შესაძლებელია დაშვებული ტექნიკური და ეკონომიკური დარღვევების იდენტიფიცირება.

ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება/ექსპერტიზა მოიცავს:

  • ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მოცულობების შედარებას პროექტით განსაზღვრულ მოცულობებთან;
  • ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მასალის, შრომითი რესურსებისა და მანქანა–მექანიზმების  გამოყენების შესაბამისობის  დადგენას ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტებთან  და დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან;
  • ზედნადები ხარჯების, მოგების ზღვრული ოდენობების და განსაზღვრის წესების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას;
  • ხარჯთაღრიცხვაში მოცემულიგაანგარიშებების სისწორის შემოწმებას.

ჩვენი პასუხისმგებლობა დაზღვეულია 500 000 ლარით.

დაგვიკავშირდით:

599818787

ასევე იხილეთ: ეტაპების დადასტურება

სამშენებლო ექსპერტიზა