შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა/ინსპექტირება (ფორმა#2)

ფორმა 2 – შესრულებულ სამუშაოთა აქტების ექსპერტიზა/ინსპექტირება აუცილებელია რათა:

  • დამკვეთი (დეველოპერი, ინვესტორი, მეპატრონე) თანხის გადახდამდე დარწმუნდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა  და  სამუშაოს ღირებულების სისწორეში.
  • სამუშაოს შემსრულებელმა ანაზღაურების მისაღებად მარტივად შეძლოს დამკვეთისთვის მის მიერ გაწეული სამუშაოების მართლზომიერებისა და სიზუსტის დადასტურება.

შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა მოიცავს ობიექტზე, ფაქტიური მოცულობების დადგენას და სამუშაოების ღირებულების განსაზღვრას ხარჯთაღრიცხვასა და  შესრულებული სამუშაოების აქტში (ფორმა 2) მითითებული ერთეული განფასებების მიხედვით, სახელდობრ:

  • ხილული სამუშაოების აზომვების შედეგად, ფაქტიური მოცულობების დადგენას და მის შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან და შესრულებული სამუშაოების აქტებთან;
  • შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული მასალის ხარჯის, შრომითი რესურსებისა დანახარჯებისა და მანქანა–მექანიზმების გამოყენების შესაბამისობის დადგენას ნორმატიულ–ტექნიკურ დოკუმენტებთან;
  • შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული ერთეული ღირებულებების შედარებას ხარჯთაღრიცხვასთან, ანგარიშ-ფაქტურებთან;
  • შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემული ერთეული ღირებულებების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან, საპროექტო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში;
  • ყველა დანარიცხების ოდენობის შესაბამისობის დადგენას საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან და საბაზრო ფასებთან.

ჩვენი კომპანიის, როგორც სამშენებლო სფეროში აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მენეჯმენტის ხარისხის კონტროლის სისტემა და მაღალკვალიფიციური ექსპერტები დაკალიბრებული  თანამედროვე ტექნიკური საზომი საშუალებების გამოყენებითა და ISO/IEC 17020:2012/2013 სტანდარტის მოთხოვნათა სრული დაცვით, გარანტირებულად უზრუნველყოფენ ექსპერტიზის უმაღლეს ხარისხს.

დაგვიკავშირდით:

599818787

ასევე იხილეთ: ტექნიკური ზედამხედველობა

სამშენებლო ექსპერტიზა