
ფართის დაყოფა/გაერთიანება
კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №831), შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის დაყოფის/გაერთიანების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოებს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინსპექტირების ანგარიშის) საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება, რომ შენობა-ნაგებობის ან მისი ერთეულის დაყოფა/გაერთიანება საფრთხეს არ შეუქმნის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ სიმტკიცეს, მდგრადობას, საიმედოობას, სეისმომედეგობასა და ცეცხლმედეგობას.
Auditescort-ი წარმოადგენს A ტიპის აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოს. ჩვენს მიერ დადებითი საექსპერტო შეფასების შემთხვევაში საჯარო რეესტრი დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნას ფართის დაყოფა/გაერთიანებასთან დაკავშირებით.
შეგვიძლია ობიექტების შესაწვლა და საექსპერტო დასკვნის მომზადება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ექსპერტიზისათვის საჭირო ვადაა 3-10 დღე, ობიექტის სირთულიდან გამომდინარე.
დაგვიკავშირდით:
599818787