ბიზნესის, აქციების, წილების შეფასება

ბიზნესის შეფასება გულისხმობს კომპანიის ყველა აქტივის შეფასებას. მაგალითად, უძრავი ქონების, მანქანა/დანადგარების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალური მარაგების, ინვესტიციების, არამატერიალური აქტივების კომპლექსურ შეფასებას. გარდა ამისა, ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები. ასევე, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ამასთანავე ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი.

შეფასება ხშირად ხდება საჭირო, როდესაც იწყება დავა სასამართლოში, ბიზნესის წილის/აქტივების გადანაწილების საკითხებთან დაკავშირებით. თქვენ გესაჭიროებათ შეაფასოთ ის აქტივები რაზეც თქვენ გამოთქვამთ პრეტენზიას, ან რაზეც გედავებათ მოწინააღმდეგე მხარე.  ჩვენი ექსპერტები მოგიმზადებენ საშემფასებლო დასკვნას, რომელიც ვალიდური იქნება  საკანონმდებლო სივრცისათვის.

დაგვიკავშირდით:

599818787

ასევე იხილეთ: ზიანის შეფასება

შეფასება