ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 14ა, მე-3 სართული +995 599 81 87 87 [email protected]
AUDITESCORT — მთავარ გვერდზე Inspection Body · Type A
საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა

აკრედიტაციის სფერო · ინსპექტირება

პროექტის შესაბამისობის ინსპექტირება

აღმოაჩინეთ შეუსაბამობები მშენებლობის დაწყებამდე.

ვაფასებთ პროექტის ან მისი ნაწილის შესაბამისობას მოქმედ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან მშენებლობის დაწყებამდე. შედეგი ფიქსირდება ანგარიშში გამოვლენილი ხარვეზების აღწერით.

აკრედიტაციის მოწმობა
GAC-IB-0299
ორგანოს ტიპი
A ტიპი
სტანდარტი
სსტ ISO/IEC 17020:2012/2013
ძალაშია
10.07.2028-მდე
იხილეთ მოწმობა (PDF) ↗

01 · შემოწმების საგანი

რას ვამოწმებთ

ვადგენთ ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციისა და პროექტის ნაწილების შესაბამისობას ტექნიკურ დავალებასთან ან/და დადგენილ მოთხოვნებთან — კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილი, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევა, საინჟინრო ქსელები.

მოცულობა
შემოწმების მოცულობა განისაზღვრება ინსპექტირების ამოცანიდან გამომდინარე, აკრედიტაციის სფეროს ფარგლებში.
ინსპექტირების მიმართულებები
მიმართულებაშემოწმების საგანი
საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილიკვლევისა და დასკვნის შესაბამისობა მოქმედ მოთხოვნებთან
კონსტრუქციული ნაწილიკონსტრუქციული გადაწყვეტების შესაბამისობა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან
არქიტექტურული ნაწილიარქიტექტურული ნაწილის შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან
ელექტრო და სუსტი დენებიელ. მომარაგებისა და სუსტი დენების სისტემები და მათი ტექნოლოგიური ნაწილი
წყალმომარაგება და წყალარინებაწყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების სისტემები
გათბობა და ვენტილაციავენტილაციის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემები

02 · შედეგი

რას იღებთ შედეგად

ინსპექტირების ანგარიში

  • ინსპექტირების საგანი და მომსახურების მოცულობა;
  • შეფასების საფუძველი — რომელი პროექტი, ნორმები და მოთხოვნები გამოიყენებოდა;
  • გამოყენებული მეთოდები და შემოწმების თარიღები;
  • შესაბამისობის შეფასების შედეგი — სადაც ეს მომსახურების ფარგლებშია გათვალისწინებული;
  • გამოვლენილი შეუსაბამობები აღწერითა და მტკიცებულებებით;
  • შეფასების შეზღუდვები — რა არ შემოწმებულა და რა მიზეზით;
  • უფლებამოსილი პირის დამოწმება.

03 · პროცესი

როგორ მიმდინარეობს ინსპექტირება

01

კრიტერიუმების განსაზღვრა

შეფასების კრიტერიუმებს განვსაზღვრავთ მოქმედი მოთხოვნების საფუძველზე და ვათანხმებთ მომსახურების მოცულობას.

02

დოკუმენტური შემოწმება

წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შედარება მოქმედ მოთხოვნებთან.

03

ტექნიკური განხილვა

პროექტის ნაწილების ურთიერთშესაბამისობისა და ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება.

04

ანგარიშგება

შედეგების, შეუსაბამობებისა და შეზღუდვების დოკუმენტირება და ანგარიშის გადაცემა.

04 · ფარგლები და სამართლებრივი საფუძველი

რა უნდა იცოდეთ

რატომ არ კმარა სავალდებულო ექსპერტიზა
საქართველოს კანონმდებლობით მშენებლობის ნებართვის მისაღებად მოითხოვება პროექტის კონსტრუქციული, არქიტექტურული და გეოლოგიური ნაწილის ექსპერტიზა. სავალდებულო შემოწმება არ მოიცავს საინჟინრო ქსელებს — წყალმომარაგებას, კანალიზაციას, ელექტროგაყვანილობას, სუსტ დენებს, გათბობას, ვენტილაციასა და კონდიცირებას, ასევე თბოეფექტურობას. ამ მიმართულებების დამოუკიდებელი შემოწმება ცალკე უნდა დაიკვეთოს.

იხილეთ კოდექსი მაცნეზე ↗

მომსახურების ფარგლები

  • ინსპექტირების შედეგი ეფუძნება შეფასების მოცულობას, გამოყენებულ მეთოდებსა და შეგროვებულ მტკიცებულებებს.
  • კომპანია არ ასრულებს იმ სამუშაოებს, რომელთა დამოუკიდებელ ინსპექტირებასაც ახორციელებს, და არ მონაწილეობს ობიექტის დაპროექტებაში.
  • სავალდებულო მოთხოვნები მომსახურების მოცულობის შეთანხმებით არ იცვლება და არ მცირდება.
  • ინსპექტირება არ ნიშნავს წინასწარ დადებით დასკვნას და არ იძლევა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გარანტიას.

05 · დაკავშირებული

სხვა მომსახურებები

თითოეული მომსახურების აკრედიტაციის სტატუსი განისაზღვრება აკრედიტაციის სფეროს დანართით.

ნორმატიული დოკუმენტები და პროცედურები TA-IP-05-19 · 07-17 · 08-18 · 09-18 · 10-18 · 11-18 · 12-18 · 13-18 · 14-18 · 21-22 · 22-22
  1. სამშენებლო ნორმები და წესები — СНиП, ნაწილები 1–4
  2. საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტები — №71 (2014)
  3. ტექნიკური რეგლამენტი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ — №732 (2020)
  4. ტექნიკური რეგლამენტი — №41 (2016)
  5. საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 72:2009 — გზები საავტომობილო და საერთო სარგებლობის, გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები
  6. წყლის ნაკადებზე სარკინიგზო და საგზაო სახიდე გადასასვლელების კვლევისა და პროექტირების სახელმძღვანელო — НИМП-72
  7. ელექტროდანადგართა მოწყობის წესები — ПУЭ
  8. ტექნიკური რეგლამენტი ელექტროსადგურებისა და ქსელების ექსპლუატაციის წესების შესახებ — №434 (2013)
  9. ტექნიკური რეგლამენტი ელექტროდანადგარების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების შესახებ — №340 (2013)
  10. ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი — №366 (2013)
  11. საუწყებო სამშენებლო ნორმები — ВСН
  12. ისო/იეკ 11801-2017 — საინფორმაციო ტექნოლოგია, საერთო კაბელების ჩაწყობა, ნაწილი 6
  13. TA-IP-05-19, 07-17, 08-18, 09-18, 10-18, 11-18, 12-18, 13-18, 14-18, 21-22, 22-22 — ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები

წყარო — აკრედიტაციის სფერო, მოწმობა GAC-IB-0299 (აქტუალიზაცია 10.06.2026). იხილეთ სფერო (PDF) ↗

06 · კონტაქტი

დაგვიკავშირდით

თქვენი ობიექტის ინსპექტირებისთვის, ხარისხი იწყება სწორი გადაწყვეტილებით.

დაზოგეთ დრო — შეავსეთ განაცხადი ონლაინ.

განაცხადი →

მისამართი
ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის
გამზირი 14ა, მე-3 სართული
ტელეფონი
+995 599 81 87 87
ელ. ფოსტა
[email protected]
იურიდიული სახელწოდება
შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“
საიდენტიფიკაციო კოდი
205229439
აკრედიტაციის მოწმობა
GAC-IB-0299