პროცედურა TA-QM/MS-11-17
აპელაცია
თუ არ ეთანხმებით ინსპექტირებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, გაქვთ უფლება მოითხოვოთ მისი გადახედვა. პროცედურა ღია დოკუმენტია ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
01 · საფუძველი
ვის შეუძლია და რაზე
| პირობა | შიგთავსი |
|---|---|
| ვინ წარადგენს | ინსპექტირების დამკვეთი |
| რაზე | ინსპექტირებაზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნით |
| რა ვადაში | 1 თვე შესაბამისი დოკუმენტის გადაცემიდან |
| რისი საფუძველი | წარმოდგენილი მტკიცებულებები და მოპოვებული ინფორმაცია |
02 · ვადები
რა ვადები მოქმედებს
| ეტაპი | ვადა |
|---|---|
| წარდგენა | 1 თვე დოკუმენტის გადაცემიდან |
| რეგისტრაცია | შემოსვლისთანავე; მიღებას ვადასტურებთ |
| გადაწყვეტილება | 20 დღე რეგისტრაციიდან |
| ვადის გაგრძელება | შესაძლებელია კიდევ 20 დღით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით. შეგატყობინებთ ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე |
| პასუხი | წერილობით, გადაწყვეტილებიდან 3 დღეში |
03 · განხილვა
როგორ განიხილება
- რეგისტრაციისთანავე ინსპექტირების ორგანოს უფროსი ნიშნავს პასუხისმგებელ პირს, რომელიც საკითხს შეისწავლის და წინადადებებს წარადგენს.
- პასუხისმგებელ პირად არ ინიშნება ის, ვინც ამ ინსპექტირებაში მონაწილეობდა.
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი განმარტებები მიიღება იმ თანამშრომლისგან, რომელსაც აპელაცია ეხება.
- საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოწვეული იქნეთ საკითხის განხილვაზე.
- განხილვისას კეთდება ჩანაწერები: თარიღი, მონაწილეები, ხელმოწერები, საქმის აღწერა და გადაწყვეტილება.
- საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანოს უფროსი.
- რეაგირების შედეგები ფიქსირდება აპელაციების რეგისტრაციის ჟურნალში.
04 · შეზღუდვები
რა არ შეიძლება იყოს აპელაციის საგანი
პროცედურით დადგენილი შეზღუდვა
- საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის მოთხოვნები;
- ISO/IEC სტანდარტებით დადგენილი მოთხოვნები;
- საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი მოთხოვნები და კრიტერიუმები.
ეს მოთხოვნები ჩვენ არ დაგვიდგენია და მათი შეცვლა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. აპელაცია შეიძლება ეხებოდეს იმას, როგორ გამოვიყენეთ ეს მოთხოვნები კონკრეტულ ობიექტზე.
განმეორებითი აპელაცია
აპელაციის გადაწყვეტილებაზე ახალი აპელაციის შემოტანა დაუშვებელია. განმეორებითი აპელაცია განიხილება მხოლოდ მაშინ, თუ გამოვლინდება ახალი, დამატებითი გარემოებები — ისინი აპელაციაში მითითებული უნდა იყოს.
| შემთხვევა | ვინ ანაზღაურებს |
|---|---|
| ხარჯი წარმოიშვა ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის ფარგლებში | ინსპექტირების ორგანო |
| ხარჯი წარმოიშვა წარმომდგენი მხარის მიზეზით | წარმომდგენი მხარე |
05 · წარდგენა
შეტყობინების გაგზავნა
როგორ ხდება ოფიციალური რეგისტრაცია
მოქმედი პროცედურის თანახმად, აპელაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით. ქვემოთ მოცემული ფორმა არის წინასწარი შეტყობინება — მისი გაგზავნის შემდეგ დაგიკავშირდებით და შევათანხმებთ ოფიციალური წარდგენის წესს. ვადების ათვლა იწყება ოფიციალური რეგისტრაციიდან.
- ტელეფონი
- +995 599 81 87 87
- ელ. ფოსტა
- [email protected]
- მისამართი
- ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 14ა, მე-3 სართული
- პროცედურა
- TA-QM/MS-11-17
06 · კონტაქტი
დაგვიკავშირდით
თქვენი ობიექტის ინსპექტირებისთვის, ხარისხი იწყება სწორი გადაწყვეტილებით.
დაზოგეთ დრო — შეავსეთ განაცხადი ონლაინ.
- მისამართი
- ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის
გამზირი 14ა, მე-3 სართული - ტელეფონი
- +995 599 81 87 87
- ელ. ფოსტა
- [email protected]
- იურიდიული სახელწოდება
- შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 205229439
- აკრედიტაციის მოწმობა
- GAC-IB-0299
