აკრედიტაციის სფერო · ინსპექტირება
ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება
იცოდეთ, რაში იხდით თანხას.
ვამოწმებთ, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა პროექტს, მოქმედ ნორმებსა და საბაზრო მაჩვენებლებს. გამოვლენილი შეუსაბამობა აისახება ანგარიშში.
- აკრედიტაციის მოწმობა
- GAC-IB-0299
- ორგანოს ტიპი
- A ტიპი
- სტანდარტი
- სსტ ISO/IEC 17020:2012/2013
- ძალაშია
- 10.07.2028-მდე
01 · შემოწმების საგანი
რას ვამოწმებთ
ვაფასებთ ობიექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, საშუალო საბაზრო ფასებთან და — საჭიროების შემთხვევაში — პროექტთან.
| მიმართულება | შემოწმების საგანი |
|---|---|
| მოცულობები | ხარჯთაღრიცხვაში მოცემული მოცულობების შედარება პროექტით განსაზღვრულ მოცულობებთან |
| რესურსები | მასალის, შრომითი რესურსებისა და მანქანა-მექანიზმების გამოყენების შესაბამისობა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან |
| ფასები | დანახარჯების შედარება საშუალო საბაზრო ფასებთან |
| ზედნადები და მოგება | ზედნადები ხარჯებისა და მოგების ზღვრული ოდენობების შესაბამისობა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან |
| გაანგარიშებები | ხარჯთაღრიცხვაში მოცემული გაანგარიშებების სისწორის შემოწმება |
02 · შედეგი
რას იღებთ შედეგად
ინსპექტირების ანგარიში
- ინსპექტირების საგანი და მომსახურების მოცულობა;
- შეფასების საფუძველი — რომელი პროექტი, ნორმები და მოთხოვნები გამოიყენებოდა;
- გამოყენებული მეთოდები და შემოწმების თარიღები;
- შესაბამისობის შეფასების შედეგი — სადაც ეს მომსახურების ფარგლებშია გათვალისწინებული;
- გამოვლენილი შეუსაბამობები აღწერითა და მტკიცებულებებით;
- შეფასების შეზღუდვები — რა არ შემოწმებულა და რა მიზეზით;
- უფლებამოსილი პირის დამოწმება.
03 · პროცესი
როგორ მიმდინარეობს ინსპექტირება
01
კრიტერიუმების განსაზღვრა
შეფასების კრიტერიუმებს განვსაზღვრავთ მოქმედი მოთხოვნების საფუძველზე და ვათანხმებთ მომსახურების მოცულობას.
02
დოკუმენტური შემოწმება
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შედარება მოქმედ მოთხოვნებთან.
03
დოკუმენტური შედარება
მოცულობების, ფასებისა და გაანგარიშებების შედარება პროექტთან, ნორმებთან და საბაზრო მაჩვენებლებთან.
04
ანგარიშგება
შედეგების, შეუსაბამობებისა და შეზღუდვების დოკუმენტირება და ანგარიშის გადაცემა.
04 · ფარგლები და სამართლებრივი საფუძველი
რა უნდა იცოდეთ
როდის ჯობს შემოწმება
- სამუშაოების დაწყებამდე — ხარჯთაღრიცხვის შესაბამისობის შეფასება, სანამ ხელშეკრულება გაფორმდება;
- მიმდინარეობისას — ხარჯთაღრიცხვის შედარება ფაქტობრივ მდგომარეობასთან;
- დასრულების შემდეგ — დოკუმენტირებული შეფასება, რომელიც მხარეებს შორის განხილვის ობიექტურ საფუძველს ქმნის.
მომსახურების ფარგლები
- ინსპექტირების შედეგი ეფუძნება შეფასების მოცულობას, გამოყენებულ მეთოდებსა და შეგროვებულ მტკიცებულებებს.
- კომპანია არ ასრულებს იმ სამუშაოებს, რომელთა დამოუკიდებელ ინსპექტირებასაც ახორციელებს, და არ მონაწილეობს ობიექტის დაპროექტებაში.
- სავალდებულო მოთხოვნები მომსახურების მოცულობის შეთანხმებით არ იცვლება და არ მცირდება.
- ინსპექტირება არ ნიშნავს წინასწარ დადებით დასკვნას და არ იძლევა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გარანტიას.
05 · დაკავშირებული
სხვა მომსახურებები
თითოეული მომსახურების აკრედიტაციის სტატუსი განისაზღვრება აკრედიტაციის სფეროს დანართით.
ნორმატიული დოკუმენტები და პროცედურები TA-IP-01-19
- სამშენებლო ნორმები და წესები — СНиП, ნაწილი IV
- ერთიანი ნორმები და ფასდებები — ЕНиР
- სამშენებლო სამუშაოების უწყებრივი ნორმები — ВНиР
- სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ზონალური ერთეული ნორმების კრებული — ВЗЕР
- ისტორიული და კულტურის ძეგლების სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოების ნორმები — ССН
- სამშენებლო რესურსების ფასები (სრფ) — მშენებლობის შემფასებელთა კავშირი
- საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილება — ტექნიკური რეგლამენტი „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესი“
- „CPP — სამშენებლო ფასების პორტალი“ — სამშენებლო რესურსების საშუალო საბაზრო ფასები
- TA-IP-01-19 — ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები
წყარო — აკრედიტაციის სფერო, მოწმობა GAC-IB-0299 (აქტუალიზაცია 10.06.2026). იხილეთ სფერო (PDF) ↗
06 · კონტაქტი
დაგვიკავშირდით
თქვენი ობიექტის ინსპექტირებისთვის, ხარისხი იწყება სწორი გადაწყვეტილებით.
დაზოგეთ დრო — შეავსეთ განაცხადი ონლაინ.
- მისამართი
- ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის
გამზირი 14ა, მე-3 სართული - ტელეფონი
- +995 599 81 87 87
- ელ. ფოსტა
- [email protected]
- იურიდიული სახელწოდება
- შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 205229439
- აკრედიტაციის მოწმობა
- GAC-IB-0299
