აკრედიტაციის სფერო · ინსპექტირება
შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება — ფორმა №2
გადაიხადეთ დადასტურებულ სამუშაოებში.
ვადგენთ ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობას და ვადარებთ მას ხარჯთაღრიცხვასა და შესრულებულ სამუშაოთა აქტს (ფორმა №2).
- აკრედიტაციის მოწმობა
- GAC-IB-0299
- ორგანოს ტიპი
- A ტიპი
- სტანდარტი
- სსტ ISO/IEC 17020:2012/2013
- ძალაშია
- 10.07.2028-მდე
01 · შემოწმების საგანი
რას ვამოწმებთ
ვაფასებთ შესრულებული სამუშაოების შესაბამისობას საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან ან/და დადგენილ მოთხოვნებთან, შესყიდვების დოკუმენტებთან, მშენებლობის დროისათვის არსებულ საშუალო საბაზრო ფასებთან, ფარულ სამუშაოთა აქტებთან, ობიექტის ვიზუალური დათვალიერების (ფოტოფიქსირების ჩათვლით) და აზომვების შედეგებთან.
| მიმართულება | შემოწმების საგანი |
|---|---|
| ფაქტობრივი მოცულობები | ხილული სამუშაოების აზომვა და შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და შესრულებულ სამუშაოთა აქტებთან |
| რესურსები | მასალის ხარჯის, შრომითი დანახარჯებისა და მანქანა-მექანიზმების შესაბამისობა ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან |
| ერთეული ღირებულებები | შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და ანგარიშ-ფაქტურებთან |
| საბაზრო ფასები | საპროექტო დოკუმენტაციის არარსებობისას — შედარება საშუალო საბაზრო ფასებთან |
| დანარიცხები | დანარიცხების ოდენობის შესაბამისობა მოქმედ ნორმატიულ აქტებთან |
02 · შედეგი
რას იღებთ შედეგად
ინსპექტირების ანგარიში
- ინსპექტირების საგანი და მომსახურების მოცულობა;
- შეფასების საფუძველი — რომელი პროექტი, ნორმები და მოთხოვნები გამოიყენებოდა;
- გამოყენებული მეთოდები და შემოწმების თარიღები;
- შესაბამისობის შეფასების შედეგი — სადაც ეს მომსახურების ფარგლებშია გათვალისწინებული;
- გამოვლენილი შეუსაბამობები აღწერითა და მტკიცებულებებით;
- შეფასების შეზღუდვები — რა არ შემოწმებულა და რა მიზეზით;
- უფლებამოსილი პირის დამოწმება.
03 · პროცესი
როგორ მიმდინარეობს ინსპექტირება
01
კრიტერიუმების განსაზღვრა
შეფასების კრიტერიუმებს განვსაზღვრავთ მოქმედი მოთხოვნების საფუძველზე და ვათანხმებთ მომსახურების მოცულობას.
02
დოკუმენტური შემოწმება
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა და შედარება მოქმედ მოთხოვნებთან.
03
აზომვა ობიექტზე
ხილული სამუშაოების აზომვა და მტკიცებულებების ფიქსაცია. ფარული სამუშაოები ფასდება დოკუმენტაციის საფუძველზე.
04
ანგარიშგება
შედეგების, შეუსაბამობებისა და შეზღუდვების დოკუმენტირება და ანგარიშის გადაცემა.
04 · ფარგლები და სამართლებრივი საფუძველი
რა უნდა იცოდეთ
რას აჩვენებს შედეგი
მომსახურების ფარგლები
- ინსპექტირების შედეგი ეფუძნება შეფასების მოცულობას, გამოყენებულ მეთოდებსა და შეგროვებულ მტკიცებულებებს.
- კომპანია არ ასრულებს იმ სამუშაოებს, რომელთა დამოუკიდებელ ინსპექტირებასაც ახორციელებს, და არ მონაწილეობს ობიექტის დაპროექტებაში.
- სავალდებულო მოთხოვნები მომსახურების მოცულობის შეთანხმებით არ იცვლება და არ მცირდება.
- ინსპექტირება არ ნიშნავს წინასწარ დადებით დასკვნას და არ იძლევა ადმინისტრაციული გადაწყვეტილების გარანტიას.
05 · დაკავშირებული
სხვა მომსახურებები
თითოეული მომსახურების აკრედიტაციის სტატუსი განისაზღვრება აკრედიტაციის სფეროს დანართით.
ნორმატიული დოკუმენტები და პროცედურები TA-IP-03-17
- სამშენებლო ნორმები და წესები — СНиП, ნაწილი IV
- ერთიანი ნორმები და ფასდებები — ЕНиР
- სამშენებლო სამუშაოების უწყებრივი ნორმები — ВНиР
- სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ზონალური ერთეული ნორმების კრებული — ВЗЕР
- ისტორიული და კულტურის ძეგლების სარესტავრაციო-აღდგენითი სამუშაოების ნორმები — ССН
- სამშენებლო რესურსების ფასები (სრფ) — მშენებლობის შემფასებელთა კავშირი
- საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 ივნისის №241 დადგენილება — ტექნიკური რეგლამენტი „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესი“
- „CPP — სამშენებლო ფასების პორტალი“ — სამშენებლო რესურსების საშუალო საბაზრო ფასები
- TA-IP-03-17 — ინსპექტირების მეთოდები და პროცედურები
წყარო — აკრედიტაციის სფერო, მოწმობა GAC-IB-0299 (აქტუალიზაცია 10.06.2026). იხილეთ სფერო (PDF) ↗
06 · კონტაქტი
დაგვიკავშირდით
თქვენი ობიექტის ინსპექტირებისთვის, ხარისხი იწყება სწორი გადაწყვეტილებით.
დაზოგეთ დრო — შეავსეთ განაცხადი ონლაინ.
- მისამართი
- ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის
გამზირი 14ა, მე-3 სართული - ტელეფონი
- +995 599 81 87 87
- ელ. ფოსტა
- [email protected]
- იურიდიული სახელწოდება
- შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“
- საიდენტიფიკაციო კოდი
- 205229439
- აკრედიტაციის მოწმობა
- GAC-IB-0299
