შრომის უსაფრთხოება

შრომის უსაფრთხოება – AUDITESCORT გთავაზობთ ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების სერვისს, ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენი კომპანია აიმაღლებს უსაფრთხოების კულტურას და დააკმაყოფილებს სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა სამშენებლო სექტორის წარმომადგენელთათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ვინაიდან ინციდენტები, სანქციები, სამუშაოს შეჩერებები უცხო არ არის ამ ინდუსტრიისთვის, დამსაქმებელი ხშირად აწყდება არაგეგმიურ ხარჯებს.  რაც, თავისთავად, სამუშაო პროცესის შეფერხებას და დროში გაწელვას იწვევს. საწარმოო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები და შედეგად გაცემული ჯარიმების რაოდენობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ რა პრობლემებთან აქვთ შეხება დამსაქმებლებს.

მუშებმა ხშირად არ იციან უსაფრთხოების წესები და საკუთარი უფლებები. ამას გარდა მათ ნორმით გათვალისწინებულ სამუშაო საათებზე დიდხანს უწევთ მშენებლობაზე გაჩერება მეტი გასამრჯელოს მიღების მიზნით. ეს მათი დაშავების რისკებს ზრდის. ამასთანავე, სამშენებლო კომპანიებისთვის რთულია სანქცირების გარეშე ოპერირება, რადგან სამშენებლო სექტორს ერთდროულად ამოწმებს ეკონომიკის სამინისტრო, მერიის ზედამხედველობა და ჯანდაცვის სამინისტრო. თითოეულ მათგანს თავისი მოთხოვნები აქვს და მათთან თავსებადობა კიდევ უფრო რთული ხდება ზემოთ აღნიშნული ვითარების ფონზე შრომითი უსაფრთხოების სექტორში.

შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის, AUDITESCORT-ი თითოეული დამკვეთი ობიექტისთვის გამოყოფს სერთიფიცირებულ თანამშრომელს. ჩვენი უსაფრთხოების მენეჯერები ზრუნავენ პარტნიორების კმაყოფილებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე. პერსონალური ექსპერტი მთლიანი პროცესის განმავლობაში ზედამხედველობს  მშენებლობას და უზრუნველყოფს კომპანიის მიერ შემუშავებული გეგმის სრულფასოვნად აღსრულებას, რაც შემდეგი ელემენტებისგან შედგება:

  • პირველ რიგში, ვადგენთ შრომითი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმა და პოლიტიკას, სადაც გამოკვეთილია თითოეული სტრუქტურის პასუხისმგებლობა კომპანიის პერსონალის მიმართ;
  • შემდეგი ეტაპია რისკების შეფასება, რომლის დროსაც იკვეთება ჯანმრთელობისთვის საზიანო ყველა პოტენციური საფრთხე. ფიზიკური დაზიანების რისკების შეფასებასთან ერთად, აზომვითი სამუშაოების შედეგად, მოწმდება ისეთი გარემო პირობები, როგორიცაა მიკროკლიმატი, ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და სხვა;
  • ობიექტებზე პოტენციური რისკების აღმოჩენის შემდეგ იწერება ინსტრუქტაჟები და სწავლების გეგმა. ამას ემატება რიგგარეშე ინსტრუქტაჟებიც კონკრეტულ ინციდენტზე დაყრდნობით;
  • იმისათვის, რომ დამკვეთი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს თავის კომპანიაში მიმდინარე პროცესებისა და პოტენციური რისკების თუ მიღებული შედეგების შესახებ, ინერგება რეპორტინგის სისტემა.

რაც შეეხება ამა თუ იმ დარღვევის გამო უკვე შეჩერებულ მშენებლობებს, მათ შეუძლიათ მოგვმართონ კონსულტაციისთვის, რასაც მოჰყვება ექსპერტიზა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება. შემდეგ ისინი ამ საბუთებს წარადგენენ მუნიციპალურ დაწესებულებაში და კვლავ შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას.

დაგვიკავშირდით:

მობ: 599 81 87 87

ასევე იხილეთ: სამშენებლო ექსპერტიზა