ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ექსპერტიზა/ინსპექტირება

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა – სამშენებლო ბაზარზე მყოფი არაკეთილსინდისიერი  მოთამაშეების გასაკონტროლებლად, რომლებიც თავიანთი მონოპოლიური პოლიტიკით მოქმედებნდნენ და ხშირად არარეალურად დაბალი ფასით შედიოდნენ ტენდერში მხოლოდ იმისათვის, რომ სხვა კომპანიებს არ მიეღოთ მონაწილეობა, ასევე იმ გამოუცდელი კომპანიების გასაკონტროლებლად, რომლებიც არასწორი დაანგარიშებით სთავაზობდნენ სახელმწიფოს დაბალ ფასს, შედეგად კი ტენდერი რჩებოდა დაუსრულებელი, რადგან შეთავაზებული ფასი არ იყო საკმარისი სამუშაოების განსახორციელებლად,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით შევიდა ცვლილება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“, რომლის თანახმად „სატენდერო დოკუმენტაციაში ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულების გათვალისწინების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, თუ მის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს შესაბამისი ორგანიზაციის ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (სამუშაოები) მიწოდების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით“.

არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით და სამშენებლო კულტურის დახვეწის შედეგად, დღესდღეობით კერძო სექტორიც ითვალისწინებს სახელმწიფოს პოლიტიკას და საკუთარ მშენებლობებსა თუ საინჟინრო ქსელების გამართვა/დამონტაჟებაზე კონტრაქტორ კომპანიებს ავალდებულებს ხარჯთაღირცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურებას აკრედიტებული ინსპექტორული ორგანოების მიერ.

ჩვენ შევისწავლით თქვენს ხარჯთაღრიცხვას, შევაფასებთ მის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან, საშუალო საბაზრო ფასებთან და საჭიროების შემთხვევაში პროექტთან, ასევე წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტების საფუძველზე თქვენს  რესურსებთან და შესაძლებლობებთან,  იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფასი და რესურსები რეალურად  საკმარისი იქნება პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად, მიიღებთ თქვენს მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელ დადებით საექსპერტო დასკვნას, რომელიც ვალიდური იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორისთვის.

უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, მითითებული იქნება ის შეუსაბამობები, რომლებიც გამოვლინდა ინსპექტირების/ექსპერტიზის შედეგად.

ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე:

AUDITESCORT-ი გთავაზობთ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის უმოკლეს ვადებში შეფასებას თქვენს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და შესაბამისი დასკვნის მომზადებას.

მოხერხებულობის უზრუნველსაყოფად, მომსახურების გაწევა ხდება ელექტრონულად, ამასთან, გაცემული ინსპექტირების ანგარიშის მიღება შეგიძლიათ ადგილზე, ოფისში, დაზღვეული ფოსტით.

ჩვენ გაძლევთ გარანტიას ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან და ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებთან.

ჩვენი მომსახურება დაზღვეულია 500 000 ლარით.

დაგვიკავშირდით:

599818787

ასევე იხილეთ: ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა

სამშენებლო ექსპერტიზა