ბუღალტერია

ბუღალტერია – ბუღალტრული აუთსორსინგი კომპანიას ეხმარება რენტაბელური გადაწყვეტილებების მიღებაში, ორგანიზაციის ფულადი სახსრების დინების გაანალიზებასა და ბიზნესის კონტროლში. ბუღალტერიის აუთსორსზე გატანის უმთავრესი პლუსია ხარჯთეფექტურობა, კერძოდ, კომპანიას საშუალება ეძლევა მიიღოს ხარისხიანი ბუღალტრული მომსახურება სპეციალიზებული და გამოცდილი პროფესიონალებისგან უფრო იაფად, ვიდრე ამას თავად მოახერხებს მუდმივი კადრის აყვანის გზით.

ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი გარანტირებულად მაღალია, რადგან ბუღალტერიას წარმართავს პროფესიონალთა გუნდი. მინიმუმამდე ვამცირებთ შეცდომათა რაოდენობას, შესაბამისად – საგადასახადო რისკს.  გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბიზნეს პროცესები დინამიურია და ახალ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რაც თავის მხრივ მოითხოვს სააღრიცხვო თუ ფინანსურ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მუდმივად გაგიწევთ კონსულტაციას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ბუღალტრული აუთსორსინგი ასევე ნულამდე ამცირებს ფორს-მაჟორის რისკებს. ჩვენ ვმუშაობთ უწყვეტად, ნებისმიერ დროს. ამ უწყვეტობის გარანტიაა ჩვენი გუნდი.  ძირითადად, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებში  ბუღალტერიას აწარმოებს 1 კადრი , რაც ძალიან ზრდის საოპერაციო რისკებს, კერძოდ, მისი ავად გახდომის, სამსახურიდან წასვლის შემთხვევაში და ა.შ.

დღევანდელ ბიზნეს გარემოში, როცა კონკურენცია უდიდეს მასშტაბებს აღწევს, უმჯობესია ისეთი რუტინული მომსახურება, როგორიცაა ბუღალტერია, მოგვანდოთ ჩვენ, თქვენი რესურსები კი მეტი წარმატებისკენ მიმართოთ.

დაგვიკავშირდით:

599818787

ასევე იხილეთ: საჯარო სექტორის აუდიტი

აუდიტი