სამშენებლო ექსპერტიზა
სამშენებლო ექსპერტიზა – კომპანია AUDITESCORT-ი (შპს ,,თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი’’) წარმოადგენს A – ტიპის ინსპექტირების ორგანოს, აკრედიტებულს სსიპ “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის” მიერ ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, შემდეგ სფეროში:
- ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ინსპექტირება
- ობიექტის ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის ინსპექტირება
- ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის ფორმა#2-ის მიხედვით)
- ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება
- სამშენებლო ობიექტის პროექტის ან პროექტის ნაწილის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება
კომპანიის ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტი უზრუნველყოფს, მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენი საქმიანობა მიმართულია შედეგზე და პასუხობს მომხმარებლის ინტერესებს მიიღოს უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქტი.
ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტი და მის შესაბამისად შედგენილი სამუშაო პროცედურები უზრუნველყოფს ჩვენს მთავარ პრინციპებს:
- დამოუკიდებლობას
- მიუკერძოებლობას
- კონფიდენციალობას
ჩვენ ვცდილობთ დავამყაროთ კლიენტებთან გრძელვადიანი და პერსპექტიული ურთიერთობები და მუშაობა წარვმართოთ ისე, რომ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნები მომსახურების მაღალი ხარისხით, რომელიც შესაბამისობაშია ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო სტანდარტთან.