gogo-xudebit-150x150

ბუღალტრული

ბუღალტრული მომსახურების სრული პაკეტი

news

სიახლე

საგადასახადო, აუდიტის და ბუღალტრულ და სხვა სფეროებში

ხელშეკრულებები

ნასყიდობის, იჯარის, შრომითი და სხვა

f421ef03d994

კალკულატორები

სესხის და სხვა.

a7a2ead207d4

პრომო ვიდეო

ვიდეო ჩვენს შესახებ

jobs

ვაკანსია

moms-girebuleba

მომსახურების ღირებულება

ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა

ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა მოიცავს ღონისძიებების კომპლექსს: უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის ფორმისა და ტექნიკური საშუალებების კომპლექსის შერჩევას, ბუღალტრული სამსახურის სტრუქტურის ფორმირებას, საბუთების ბრუნვის გრაფიკის შემუშავებასა და ა. შ. ამ ღონისძიებების ჩატარებისას მიიღება გადაწყვეტილება თქვენი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების შესახებ. ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა აუცილებელია:

  • კომპანიის შექმნის და ბიზნესის "ნულიდან" დაწყების შემთხვევაში;
  • ბიზნესის გაფართოების ან/და რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში;
  • ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციის დროს;
  • საინვესტიციო პროექტების განხორციელების შემთხვევაში.

ვრცლად...

ხელმძღვანელებისა და ბუღალტრების უმრავლესობა საკმარის ყურადღებას არ აქცევს ორგანიზაციაში ბუღალტერიის მუშაობის დაგეგმვას. სწორად აწყობილი ბუღალტრული აღრიცხვა წარმატებული და სტაბილური ფინანსური ანგარიშგების საწინდარია, რაც საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ შეცდომები. საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა ითვალისწინებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის მდგომარეობის ექსპერტიზას;
  • საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
  • საორგანიზაციო სტრუქტურისა და საბუთების ბრუნვის შესწავლას;
  • სააღრიცხვო ინფორმაციის მომხმარებლების შემადგენლობის განსაზღვრას;
  • საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის შესწავლას (გამოთვლითი ტექნიკა, პროგრამები, პერსონალის კვალიფიკაცია);
  • ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის სისტემების შემუშავებას;
  • სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის გეგმის ფორმირებას;
  • ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის სისტემების დანერგვას;
  • პერსონალის სწავლებას და ინსტრუქტაჟს;

ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა შესაძლებელია როგორც ცალკეული მიმართულებებით, ასევე აღრიცხვის სისტემებისადმი კომპლექსური მიდგომით. საკმარისია ერთხელ სწორად ააწყოთ ბუღალტრული აღრიცხვა და თქვენ დაცული იქნებით იმ სისტემატური შეცდომებისაგან, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თქვენი კომპანიის ფინანსურ შედეგებზე.

კონტაქტი