buba

აუდიტი

ყველა სახის აუდიტორული მომსახურეობა

საინიციატივო აუდიტი

საინიციატივო აუდიტი – დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმებაა, რომელიც ტარდება ორგანიზაციის ინიციატივით საგადასახადო, საფინანსო და სამეურნეო რისკების შემცირებისათვის. საინიციატივო აუდიტის ჩატარება მიზანშეწონილია:

  • ბიზნესის შეძენის შემთხვევაში;
  • ხელმძღვანელის ან მთავარი ბუღალტრის შეცვლის შემთხვევაში;
  • მესაკუთრის ან პოტენციური ინვესტორის მოთხოვნით, ფინანსური ანგარიშგების უტყუარობის შემოწმებისას;
  • საგადასახადო შემოწმების წინ;

აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას, ჩვენ უფასოდ გავუწევთ თქვენს თანამშრომლებს კონსულტაციებს ყველა წარმოქმნილ პრობლემურ საკითხზე. აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად თქვენ მიიღებთ:

  • დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას;
  • დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებით, ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.
ვრცლად...საინიციატივო აუდიტის ჩატარება არა მხოლოდ შეცდომების დროულად გამოავლინებისა და შესწორების საშუალებას მოგცემთ, არამედ გაზრდის ნდობას კლიენტის ბიზნესისადმი, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი რეპუტაციის გამყარებას. ამის შედეგად იზრდება კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობა, მარტივდება საბანკო კრედიტების მიღებისა და ხელშეკრულებების დადების პროცესი. გარდა ამისა, აუდიტის ჩატარება საშუალებას იძლევა ობიექტურად შეფასდეს ბუხღალტერიის თანამშრომლების კვალიფიკაციის დონე და კომპანიის აღმასრულებელი ორგანოების მუშაობის ეფექტურობა.

კონტაქტი