საგადასახადო დაგეგმარება

საგადასახადო დაგეგმარება (tax planning) არის კანონიერ საფუძვლებზე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის გარეშე საგადასახადო შენატანების მინიმუმამდე დაყვანა.

 

კომპანიების ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიება ოპერაციების განსახორციელებლად მინიმალური ფულადი დანახარჯებით. სამეურნეო საქმიანობაში დაბეგვრის ოპტიმიზაცია ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როგორც საწარმოო ან მარკეტინგული სტრატეგია და ტაქტიკა. იგი საშუალებას გაძლევთ კანონიერი საშუალებებით მინიმუმამდე დაიყვანოთ თქვენი ფულადი ხარჯები სახელმწიფო ბუიჯეტში გადასახადების შემცირებით და უზრუნველყოთ როგორც ზოგადად საწარმოს, ასევე მისი თანამდებობის პირთა უსაფრთხოება.

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას დაბეგვრის ოპტიმიზაციის სისტემის შექმნის თაობაზე, ,,აუდიტესკორტი" გთავაზობთ მომსახურების კომპლექსს:

  • დაბეგვრის ოპტიმიზაციის საკითხებზე ზეპირ და წერილობით კონსულტაციას;
  • საგადასახადო რისკების შეფასებას და მათი თავიდან აცილების ღონისძიებების დაგეგმვას;
  • შექმნილი ოპტიმიზაციის სისტემისათვის გადასახადების გადახდის თანმიმდევრობისა და მოცულობის რეგულირების აუცილებელი ინსტრუმენტების შემუშავებას;
  • რთული გარიგებების ანალიზი დაგეგმვისა და უარყოფითი საგადასახადო შედეგების გამორიცხვის მიზნით. ხელშეკრულებების შეფასება საგადასახადო რისკების თვალსაზრისით;
  • საგადასახადო ტვირთის შემცირების მიზნით სამეურნეო ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტაციის შემუშავება. საწარმოს სახელშეკრულებო ბაზისა და შიდა საორგანიზაციო დოკუმენტების განახლება და ოპტიმიზაცია.

 

ვრცლად...ჩვენ არ გთავაზობთ ტიპიურ სტანდარტულ გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს და თქვენი ბიზნესის თავისებურებებს.

კონტაქტი