საგადასახადო ანგარიშგების (დეკლარაციების) მომზადება და ჩაბარება

საგადასახადო ანგარიშგება არის კომპანიის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის და ასევე მისი სამეურნეო საქმიანობის შედეგების შესახებ მონაცემთა სისტემა, რომელიც შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე.

ანგარიშგების შედგენა და ჩაბარება არის მომსახურება, რომელიც მოიცავს დეკლარაციების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფორმების ერთჯერად ან გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე მრავალჯერად შედგენას და მის წარდგენას საგადასახადო ინსპექციაში.

აუდიტესკორტი'' გთავაზობთ ანგარიშგების შედგენისა და ჩაბარების შემდეგ მომსახურებას:

  • საშემოსავლო, დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადების დეკლარირება და ჩაბარება;
  • ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შედგენა და ჩაბარება;
  • ზედმეტად, შეცდომით გადახდილი გადასახადების (მათ შორის საბაჟო) დაბრუნება ან/და სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლისათვის, საჭირო ანგარიშების ფორმების და კორესპოდენციების შედგენა და ჩაბარება.

ვრცლად...

ძვირფასო მომხმარებლებო,

თუ თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი (ხელფასი, პრემია, პენსია, საჩუქარი, მოგებები და სხვა მრავალთა ჯამი) აღემატება 40 ათას ლარს, გთავაზობთ ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსებას და მისი წარდგენას საგადასახადო ინსპექციაში. ამასთან ჩვენვე გაგიწევთ აუდიტორულ მომსახურებას, თქვენი უძრავ-მოძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით.

ისიამოვნეთ კომფორტით,

ყველა ანგარიშგების ფორმა და დეკლარაცია მომზადდება და ჩაბარდება კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. შეგიძლიათ არ იფიქროთ ვადებზე და შესაძლო საჯარიმო სანქციებზე – ამაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველძე.

კონტაქტი