buba

აუდიტი

ყველა სახის აუდიტორული მომსახურეობა

news

Новости

Налог, аудит и бухгалтерский учет, и в других областях

ექსპრეს აუდიტი

ექსპრეს აუდიტი – ტარდება დამკვეთის დავალებით. ხშირად ექსპრეს აუდიტი ტარდება საწარმოს მიმდინარე ფინანსური ანგარიშგების მდგომარეობისა და საგადასახადო შემოწმების შესაძლო შედეგების განსაზღვრის მიზნით.

ექსპრეს აუდიტი განსაკუთრებით ეფექტურია წლიური ბალანსის მომზადების, ჩაბარების და საგადასახადო შემოწმების წინა პერიოდში. იგი საწარმოში რეალური ფინანსური მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა და ასევე ამცირებს საგადასახადო რისკის ალბათობასაც.

აუდიტის ეს სახეობა იმით გამოირჩევა, რომ, როგორც წესი, ნაკლები ყურადღება ექცევა პირველად დოკუმენტაციას და აქცენტი კეთდება მთლიანად საწარმოს შეფასებაზე. ამავე დროს, მოწმდება საწარმოს ძირითადი ასპექტები, საგადასახადო და ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოყენებული ალგორითმები.

აუდიტის დროს ვლინდება საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი ნაკლოვანებები, რომლის შედეგად ხდება ფინანსური ინფორმაციის დამახინჯება და საგადასახადო ვალდებულებების ზრდა ან შემცირება.

აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას ჩვენ უფასო კონსულტაციას გავუწევთ თქვენს თანამშრომლებს ყველა პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით.

ვრცლად...

აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად თქვენ მიიღებთ:

  • აუდიტორულ დასკვნას;
  • დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრისა და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს. .

კონტაქტი