ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა

ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა მოიცავს ღონისძიებების კომპლექსს: უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის ფორმისა და ტექნიკური საშუალებების კომპლექსის შერჩევას, ბუღალტრული სამსახურის სტრუქტურის ფორმირებას, საბუთების ბრუნვის გრაფიკის შემუშავებასა და ა. შ. ამ ღონისძიებების ჩატარებისას მიიღება გადაწყვეტილება თქვენი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების შესახებ. ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა აუცილებელია:

  • კომპანიის შექმნის და ბიზნესის "ნულიდან" დაწყების შემთხვევაში;
  • ბიზნესის გაფართოების ან/და რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში;
  • ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციის დროს;
  • საინვესტიციო პროექტების განხორციელების შემთხვევაში.

 

ვრცლად...ხელმძღვანელებისა და ბუღალტრების უმრავლესობა საკმარის ყურადღებას არ აქცევს ორგანიზაციაში ბუღალტერიის მუშაობის დაგეგმვას. სწორად აწყობილი ბუღალტრული აღრიცხვა წარმატებული და სტაბილური ფინანსური ანგარიშგების საწინდარია, რაც საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ შეცდომები. საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა ითვალისწინებს:

  • ბუღალტრული აღრიცხვის მდგომარეობის ექსპერტიზას;
  • საწარმოს საქმიანობის სპეციფიკის შესწავლას;
  • საორგანიზაციო სტრუქტურისა და საბუთების ბრუნვის შესწავლას;
  • სააღრიცხვო ინფორმაციის მომხმარებლების შემადგენლობის განსაზღვრას;
  • საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის შესწავლას (გამოთვლითი ტექნიკა, პროგრამები, პერსონალის კვალიფიკაცია);
  • ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის სისტემების შემუშავებას;
  • სინთეზური და ანალიზური აღრიცხვის გეგმის ფორმირებას;
  • ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის სისტემების დანერგვას;
  • პერსონალის სწავლებას და ინსტრუქტაჟს;

ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა შესაძლებელია როგორც ცალკეული მიმართულებებით, ასევე აღრიცხვის სისტემებისადმი კომპლექსური მიდგომით. საკმარისია ერთხელ სწორად ააწყოთ ბუღალტრული აღრიცხვა და თქვენ დაცული იქნებით იმ სისტემატური შეცდომებისაგან, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თქვენი კომპანიის ფინანსურ შედეგებზე.

კონტაქტი