ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა არის პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კომპანიის განვლილი და მიმდინარე პერიოდის სამეურნეო ოპერაციების, გატარებების, ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის რეგისტრების წესრიგში მოყვანის კომპლექსური პროცედურა.

 

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

  • საწარმოში არსებული საჭირო პირველადი დოკუმენტაციის შერჩევა, ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენისათვის;
  • საწარმოს ბუღალტრულ სამსახურთან ერთად ნაკლული საბუთების მომზადება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების შექმნა;
  • აღდგენის წარმოება თანამედროვე ბუღალტრული პროგრამების საშუალებით, კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ფინანსური შედეგების ფორმირების გათვალისწინებით;
  • ბუღალტრულ პროგრამებში საგადასახადო სისტემის შექმნა, საგადასახადო რეგისტრების ავტომატური ფორმირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დეკლარაციების ავტომატურად შევსებისათვის;
  • საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტება, აღდგენის პროცედურების დროს შექმნილი რეგისტრების საფუძველზე;

ვრცლად...

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენის პროცედურის ხანგძლივობა და მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველი საწარმოსათვის ინდივიდუალურად შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:

  • საქმიანობის პერიოდი;
  • საქმიანობის სახეობების რაოდენობა;
  • საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის არსებობა;
  • საბუთების ბრუნვის მოცულობა და საბუთების არსებობა.

კონტაქტი